მოსკოვი-თბილისის რეისის მგზავრი: "თვითმფრინავი პატარაა"
19/05/2023 12:39:05 პოლიტიკა
მოსკოვი-თბილისის პირველი რეისის 70-მდე მგზავრს შორის იყვნენ რუსეთის მოქალაქეებიც, რომლებიც საქართველოში ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად ჩამოვიდნენ.
მგზავრების ნაწილმა აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა, თუმცა რამდენიმე მათგანი ჟურნალისტებს გამოელაპარაკა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად კარგად იმგზავრა, რუსული თვითმფრინავის ერთ-ერთმა მგზავრმა შემდეგი განაცხადა:
"კარგია, მაგრამ თვითმფრინავი პატარაა".
შუახნის ქალმა, რომელიც "აზიმუტის" რეისს ჩამოჰყვა, "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ საქართველში ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს და აქ დარჩენას სექტემბრის ბოლომდე გეგმავს:
"თბილისში პირველად არ ვარ, დიდი მადლობა, ძალიან კომფორტულია რომ გაიხსნა რეისი, [აქ] ძალიან ბევრი [მეგობარი] მყავს, გველოდებიან. სექტემბრამდე დავრჩები".
შეგახსენებთ, რომ დღეს მოსკოვი-თბილისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროტესტის ფონზე დაეშვა. დღესვე რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის ფაქტს თბილისში, პარლამენტთან კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.


