Accentnews.ge
ლიეტუვის საგარეო: "ფრენების დაწყება საქართველოს ინტერესებისა და მის მიერ არჩეული გზის საწინააღმდეგოა"

ლიეტუვის საგარეო: "ფრენების დაწყება საქართველოს ინტერესებისა და მის მიერ არჩეული გზის საწინააღმდეგოა"

19/05/2023 14:45:48 პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა საქართველოს მიერ არჩეული გზის საწინააღმდეგოა. უწყებამ განცხადება Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

ლიეტუვა მოუწოდებს მთავრობას, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესაბამისობაში მოვიდეს.

„იმედგაცრუებით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა საქართველოს ინტერესებისა და მის მიერ არჩეული ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალი გზის საწინააღმდეგოა.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს, მოვიდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გატარებულ სანქციებთან შესაბამისობაში, მათ შორის საავიაციო სექტორში”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოსკოვი-თბილისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროტესტის ფონზე დაეშვა. დღესვე რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის ფაქტს თბილისში, პარლამენტთან კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S