Accentnews.ge
რუსეთში ქუთაისის აეროპორტს ევროპისკენ სატრანზიტო ჰაბად განიხილავენ

რუსეთში ქუთაისის აეროპორტს ევროპისკენ სატრანზიტო ჰაბად განიხილავენ

19/05/2023 15:21:42 პოლიტიკა

რუსებისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, ევროკავშირის ქვეყნებისკენ მორიგი სატრანზიტო მარშრუტი გაიხსნა, - ამის შესახებ რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი გორინმა განაცხადა.

„Red Wings არის გადაზიდვის გაფართოება, მაგრამ უკვე ჩარტერული ფრენების სახით. ეს ფრენები განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვან მარშრუტზე მოსკოვი - ქუთაისი, ხოლო ქუთაისი არის აეროპორტი, რომელიც სატრანზიტო კერაა და საშუალებას იძლევა, ფრენები ევროპაში განხორციელდეს“,- ციტირებს გორინს რუსეთის პროპაგანდისტული რესურსი „რია ნოვოსტი“.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოსკოვი-თბილისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროტესტის ფონზე დაეშვა. დღესვე რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის ფაქტს თბილისში, პარლამენტთან კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S