Accentnews.ge
სააკაშვილი: "საჭიროა ახალი მეთოდები, მოქნილობა, ოპერატიულობა და ბოლომდე მიწოლა"

სააკაშვილი: "საჭიროა ახალი მეთოდები, მოქნილობა, ოპერატიულობა და ბოლომდე მიწოლა"

19/05/2023 16:27:11 პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაში ოპოზიციონერი დეპუტატების მონაწილეობას ეხმაურება.

მისი თქმით, „ხუთეული გადაბირება ზუსტად ისე მოხდა, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ხდებოდა ხოლმე ოპოზიციიდან წევრების გაყვანა".

"ეს არის ოლიგარქიული კლასიკა. ფაქტია, არც ერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

თავად „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს. ახლა მთავარია მაქსიმალური ერთიანობა, ყველა ძველი წყენის დავიწყება დიდი საფრთხის წინაშე – ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის გაქრობის საფრთხე. მიხარია, რომ საინტერესო ახალგაზრდები გამოჩნდნენ და ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ.

საჭიროა ახალი მეთოდები, მოქნილობა, ოპერატიულობა და ბოლომდე მიწოლა. ამ კედელს მუდმივად უნდა ურტყათ და აუცილებლად გაინგრევა.

მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად და მოქალაქედ, ამავე დროს – საქართველოს გულშემატკივრად. ჩემი მთავარი ამოცანაა უკრაინის გამარჯვება და, რა თქმა უნდა, უკრაინასთან ერთად, საქართველოს გამარჯვება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S