წითელაშვილი: შემდგომი ნაბიჯი იქნება, რომ პუტინი ჩამოვა თბილისში
19/05/2023 16:42:48 პოლიტიკა
პრორუსული განწყობებით ცნობილმა ტრისტან წითელაშილმა, რომელიც საქარველოში რუსული თვითმფრინავით ჩამოფრინდა, „ტვ პირველთან“ განაცხადა, რომ „შემდეგი ნაბიჯი“ კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის საქართველოში ჩამოსვლა იქნება „მთავრობასთან სალაპარიკოდ“.
„სტუმართმოყვარეობა ჩვენ გვაქვს და გვექნება ბოლომდე. ქართული სიმღერითაც დავხვდებით... ალბათ, ეს ერთ-ერთი სიხარულიდან გამომდინარე იყო. რა არის ცუდი ამაში, ერთი მითხარით? ვაჟა-ფაშვალეა არ წაგიკითხავთ? სტუმარ-მასპინძელი არ გისწავლიათ სკოლაში? რუსეთი რომ ოკუპანტია, მაგას მე თქვენი ტელევიზიის დირექტორზე ადრე ვიძახდი. თქვენმა ტელევიზიის ხელმძღვანელმა რუსეთში იშოვა ფულები. მე რუსეთის წინააღმეგ წლები იარაღით ვბრძოლობდი. კარგად დაგხვდვნენ.... გინდათ შემდგომი ნაბიჯი რა იქნება, გითხრათ? შემდგომი ნაბიჯი იქნება, პუტინი ჩამოვა თბილისში სალაპარიკოდ ჩვენს მთავრობასთან“,– თქვა წითელაშვილმა.
დამაზუსტებელ კითხაზე, საიდან ფლობს ის ამგვარ ინფორმაციას, წითელაშვილმა უპასუხა: „შევხვდი პუტინს და ველაპარაკე. ვესაუბრე პირადად. ძალიან მალე [ჩამოვა] ჩამოვა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოსკოვი-თბილისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროტესტის ფონზე დაეშვა. დღესვე რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის ფაქტს თბილისში, პარლამენტთან კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.


