Accentnews.ge
მდინარაძე – ოპოზიციას: შეიძლება, ვიღაცის სახელმწიფოებრივ ინტერესშიც კი ჯდებოდეს საქართველოს ომში ჩართვა, მაგრამ ეს არ ჯდება ქართულ ეროვნულ ინტერესში, რომელსაც ასე ებრძვით და ეს ბრძოლა არ გამოგივათ, ამის გარანტიას გაძლევთ

მდინარაძე – ოპოზიციას: შეიძლება, ვიღაცის სახელმწიფოებრივ ინტერესშიც კი ჯდებოდეს საქართველოს ომში ჩართვა, მაგრამ ეს არ ჯდება ქართულ ეროვნულ ინტერესში, რომელსაც ასე ებრძვით და ეს ბრძოლა არ გამოგივათ, ამის გარანტიას გაძლევთ

19/05/2023 17:52:08 პოლიტიკა

„რეალური ღალატი და საქართველოს წინააღმდეგ სვლა თქვენ ყველა მოქმედებაში გამოიხატებოდა და დღეს გინდათ, რომ საქართველოს მოსახლეობა მოატყუოთ იმგვარად, რამენაირად აფიქრებინოთ ადამიანებს ყველაფრის ხარჯზე, საქართველოს და არა ხელისუფლების იმიჯის შელახვის ხარჯზე, რომ საქართველო პრორუსულ პოლიტიკას ეწევა“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ოპოზიციისადმი მიმართვისას.

მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ყველანაირ მსხვერპლზე მიდის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.

მისივე მტკიცებით, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გარანტია მიიღონ, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„მიგაჩნიათ, რომ მეტი გზა ხელისუფლებაში დაბრუნების, ქაოსის, არ არსებობს და მიდიხართ ამ მსხვერპლზეც, რომ აშავებთ საკუთარ ქვეყანას, მის არჩეულ ხელისუფლებას და მაქსიმალურად ცდილობთ რაც შეიძლება მეტი გარანტია მიიღოთ, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ყველაზე ბინძური და მავნებლური გეგმის ნაწილი რაც შეიძლება ამ ქვეყანაში ქვეყნის შიდა მტერმა დაალაგოს. შეიძლება გარედან ვიღაცას ამის მცდელობა ჰქონდეს და რაც არ უნდა გასაკვირად მოეჩვენოს ზოგიერთ ადამიანს, ვიღაცის სახელმწიფოებრივ ინტერესშიც კი ჯდებოდეს საქართველოს ომში ჩართვა, მაგრამ ეს არ ჯდება საქართველოს ინტერესში და ქართულ ეროვნულ ინტერესში, რომელსაც ასე ებრძვით და ეს ბრძოლა არ გამოგივათ, ამის გარანტიას გაძლევთ.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S