Accentnews.ge
პრეზიდენტი Georgian Airways–ს ბოიკოტს უცხადებს და მოსახლეობას მოუწოდებს, მისი პოზიცია გაიზიარონ

პრეზიდენტი Georgian Airways–ს ბოიკოტს უცხადებს და მოსახლეობას მოუწოდებს, მისი პოზიცია გაიზიარონ

20/05/2023 13:13:51 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი ქართულ კომპანია Georgian Airways–ს ბოიკოტს უცხადებს და მოსახლეობას მოუწოდებს, მისი პოზიცია გაიზიარონ.

"მე ვაწესებ ჩემთვის, ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ თქვენც გაიზიაროთ, ბოიკოტს "აირზენაზე" [Georgian Airways–ს 2004 წლამდე „აირზენა“ ეწოდებოდა]. ეს არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა სურს, ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. [...] ვნახეთ ამ კომპანიის ხელმძღავენელის გახარებული განცხადებები", – აცხადებს პრეზიდენტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S