Accentnews.ge
პაპუაშვილი: ვიზის შემოღება, ფრენების აკრძალვა არის სანქცია და ნიშნავს რუსეთთან ესკალაციას

პაპუაშვილი: ვიზის შემოღება, ფრენების აკრძალვა არის სანქცია და ნიშნავს რუსეთთან ესკალაციას

22/05/2023 09:08:15 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა ვერ დაუწესებს რუსეთს სანქციებს, რადგან ეს ქმნის ომისა და ეკონომიკური კრიზისის რისკებს.

მისი თქმით, იმ პირობებში, როცა საქართველო ვერ იღებს ეკონომიკურ და უსაფრთხოების გარანტიებს, "ვერავინ მოგვთხოვს, ჩავაყენოთ ჩვენი ხალხი რისკის ქვეშ".

"ნებისმიერი ასეთი ქმედება, რაც შეეხება ვიზის შემოღებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, ეს არის სანქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა მიდის ესკალაციაზე რუსეთთან. ესკალაცია გულისხმობს, რომ შევდივართ ისეთ სპირალში, რომლის შედეგების განჭვრეტაც შეუძლებელია. შესაბამისად, ამის საპირისპიროდ მოსალოდნელია, რომ იქნება საპასუხო ზომები, რაც საბოლოოდ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. ყველას შევახსენებ, რომ რუსეთის ჯარი დედაქალაქიდან 30 კილომეტრშია, დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მთავარი ავტობანიდან 500 მეტრში იმყოფება. ეს არის უდიდესი სამხედრო რისკი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. გარდა ამისა, იცით, რომ დიდია საფრთხე, რომ რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან გადავიდეს ანექსიის პოლიტიკამდე. ისინი, ვინც გვთავაზობენ ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და ა.შ. ანუ ისინი, ვინც გვთავაზობენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, სინამდვილეში ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ და შევიდეთ ესკალაციაში რუსეთთან და შესაბამისად შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში. მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვინც გვეუბნებიან, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ რუსეთის მიმართ, არ გვაძლევენ არც უსაფრთხოების გარანტიას, არც ეკონომიკური დაცულობის გარანტიას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა და ქართველებისთვის სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიცია ქვეყნის მთავრობას რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებისა და ფრენების აღდგენაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ. საქართველოს არერთმა პარტნიორმა ქვეყანამ მიუთითა მთავრობას, იმ შესაძლო საფრთხეებსა და შედეგებზე, რომელიც ფრენების აღდეგანასა და უვიზო მიმოსვლას შესაძლოა, მოჰყვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S