Accentnews.ge
პაპუაშვილი – "Georgian Airways"-ზე: "მიუღებელია, როგორც პრეზიდენტის ბოიკოტი, ისე მისი ბოიკოტირება"

პაპუაშვილი – "Georgian Airways"-ზე: "მიუღებელია, როგორც პრეზიდენტის ბოიკოტი, ისე მისი ბოიკოტირება"

22/05/2023 09:44:42 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია როგორც პრეზიდენტის ბოიკოტი ქართული კომპანიის მიმართ, ისე კომპანიის მხრიდან პრეზიდენტის ბოიკოტირება.

"ამას მე ვერ შევაფასებ, ეს მათი დიალოგის საკითხია და ჩემთვის მიუღებელია როგორც ის, რომ პრეზიდენტის მხრიდან ხდებოდეს ქართული კომპანიის ბოიკოტირება, ისე ქართული კომპანიის მხრიდან ხდებოდეს პრეზიდენტის ბოიკოტირება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც "Georgian Airways"-მა რუსეთთან პირდაპირი რეისები აღადგინა, პრეზიდენტმა ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა. ამის შემდეგ კი კომპანიამ სალომე ზურაბიშვილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S