Accentnews.ge
გიგა ბოკერია: დასავლურ სანქციებს რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა გვინდოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ?!

გიგა ბოკერია: დასავლურ სანქციებს რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა გვინდოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ?!

22/05/2023 11:30:33 პოლიტიკა

დასავლურ სანქციებს რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა გვინდოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ?! - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია რთული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას.

მისი თქმით, „კალაძე იგივე უტიფარ სიცრუეს აგრძელებს, რასაც გავრილოვზე იძახდნენ, რომ ქვეყანაში არ შემოშვების უფლება არ გვქონდაო".

„ეს არის სიცრუე, ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, რომ ვინც უნდა, ის შემოუშვას და ვინც არ უნდა, ის არ შემოუშვას. თავი რომ დავანებოთ დასავლურ სანქციებს, ჩვენი ქვეყნის მტრები რატომ უნდა გვინდოდეს, რომ შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში?!“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის: კახა კალაძის განცხადებით, "რუსეთთან არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო და ხელისუფლება მიესალმება რაც შეიძლება, მეტი ტურისტის საქართველოში ჩამოსვლას და ბიზნესკომპანიებს, რომლებიც არ არიან სანქცირებულები".

19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ ქმართან ერთად იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში ქორწილისთვის ემზადებოდა. ქორწილი ლავროვის სიძის ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას უნდა ჰქონოდა. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ინფორმაციის გავრცელებას სასტუმროსთან საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქციის დროს სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. 20 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველო დატოვეს. პრეზიდენტმა მოუწოდა ხელისუფლებას, შემოიტანოს პარტნიორი ქვეყნების სანქცირებულთა სიები და ამ სიებით იხელმძღვანელონ ყველა საზღვარზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S