საქართველოს ფინანსთა მინისტრი – რუსეთთან დიპურთიერთობების შესაძლო აღდგენაზე: "დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ეს შეკითხვა რელევანტური არ არის"
22/05/2023 11:51:35 პოლიტიკა
"დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ეს შეკითხვა რელევანტური არ არის", – ასე უპასუხა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტის კითხვას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენის თაობაზე.
კერძოდ, კორესპონდენტი დაინტერესდა, განიხილება თუ არა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი, რაზეც მინიზსტრმა შემდეგი განაცხადა:
„ბუნებრივია, მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ამ საკითხის [რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა] განხილვა დღის წესრიგშიც ვერ დადგებოდა, შესაბამისად, ეს შეკითხვა არ არის რელევანტური დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მინისტრმა.
მას შემდეგ, რაც რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდა, რუსი პოლიტიკოსების ნაწილი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასაც არ გამორიცხავს.


