Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

22/05/2023 12:08:11 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად კატარში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S