Accentnews.ge
თეონა აქუბარდია: სანქციების დაწესება ქართული კომპანიებისთვის კატასტროფა იქნება

თეონა აქუბარდია: სანქციების დაწესება ქართული კომპანიებისთვის კატასტროფა იქნება

23/05/2023 07:17:06 პოლიტიკა

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცახდებს, რომ სანქციების დაწესება ქართულ კომპანიებზე კატასტროფა იქნება ჩვენი სუვერენიტეტისა და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ძალაუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ფასად შეინარჩუნოს.

„მაშინ, როცა ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან დღემდე არაერთი განცხადება ვნახეთ, ეს არის კიდევ ერთი გაფრთხილება და ვფიქრობ, წითელი ბარათიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, რამდენადაც 36-მა ქვეყანამ შეაჩერა პირდაპირი ფრენა რუსეთთან ისევე, როგორც ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ. ამ მოცემულობაში, როცა ოკუპირებულ ქვეყანას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გვეუბნება, რომ ახლა არ არის დრო რუსეთთან ურთიერთობების დათბობის, მაშინ, როცა სრულიად დასავლეთი დისტანცირდა ამ ტერორისტული სახელმწიფოსგან, ეს კიდევ ერთი ინდიკატორია, რომ ხელისუფლება ცდილობს ისარგებლოს და ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე შეინარჩუნოს ძალაუფლება“, - განაცხადა აქუბარდიამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისს მოსალოდნელი სანქციების შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S