Accentnews.ge
გერმანიის ელჩი: ჩვენ არ ვიწყებთ რუსეთთან ურთიერთობის ახალ თავს, პირიქით, ვხურავთ

გერმანიის ელჩი: ჩვენ არ ვიწყებთ რუსეთთან ურთიერთობის ახალ თავს, პირიქით, ვხურავთ

23/05/2023 08:00:21 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი რუსეთ–საქართველოს შორის ფრენებუს განახლების საკითხს კიდევ ერთხელ ეხმიანება და აღანიშნავს, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობის დაწყების დრო არ არის.

„ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთმა წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ არალეგალური თავდასხმითი ომი და ამიტომ ჩვენ ვზღუდავთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან. ჩვენ არ ვიწყებთ რუსეთთან ურთიერთობის ახალ თავს, პირიქით, ვხურავთ, რათა რუსეთს დავანახოთ, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ომს თუ არ დაასრულებს, ფასის გადახდა მოუწევს. ეს არის ის ჩარჩოები, რომლიდანაც ვუყურებთ ფრენების აღდგენას“, – განაცხადა ელჩმა „პირველ არხთან“ საუბრისას.

რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ პარტნიორებმა საქართველო შესაძლო სანქციების შესახებ არაერთხელ გააფრთხილეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S