საქართველოს ხვალ ხავიერ კოლომინა ეწვევა
23/05/2023 07:46:24 პოლიტიკა
ხვალ საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა ეწვევა.
კოლომინა თბილისში რეგიონული ტურის ფარგლებში ჩამოდის.
საქართველოს გარდა, იგი სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ესტუმრება.
ვიზიტის მიზანსა და შეხვედრებზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ხავიერ კოლომინა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში ისაუბრებს.


