Accentnews.ge
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

23/05/2023 10:55:51 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.მთავრობის მეთაური კატარის პრემიერ-მინისტრს შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანის შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

"მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები.ხაზი გაესვა ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დიდი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე და ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: ირაკლი ღარიბაშვილი: კატარის სახელმწიფოს ემირთან შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S