„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა ახალი პარტია შექმნა
23/05/2023 13:38:01 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა ახალი პარტია შექმნა.
პარტიის სახელწოდებაა „თაობები საქართველოსთვის“.
შალელაშვილის თქმით, იგი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.
მისი თქმით, "თუკი „ქართულ ოცნებას“ დასჭირდება კოალიციის შექმნა არჩევნების შემდეგ, იგი მზად იქნება სხვა პარტიებთან ერთად შექმნას „ქართულ ოცნებასთან“ კოალიცია".
„ბატონი ბიძინა იქნება ის გარანტი, რომ, თუ მართლა მისი პარტია გაიმარჯვებს, სწორად და გამართულად მართოს კიდევ 4 წელი. ვფიქრობ, საზოგადოება კიდევ მისცემს კრედიტს, რომ ის ჩაუდგეს ქვეყანას სათავეში", – განაცხადა მა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
შალელაშვილი საქართველოს მე-9 მოწვევის (2016-2020) პარლამენტის წევრი იყო.


