Accentnews.ge
პრემიერი: ჩემი ინტერესია, მაქსიმუმი გავაკეთო, რომ ჩემი ქვეყანა მივუახლოვო ევროკავშირსა და ნატო–ს

პრემიერი: ჩემი ინტერესია, მაქსიმუმი გავაკეთო, რომ ჩემი ქვეყანა მივუახლოვო ევროკავშირსა და ნატო–ს

24/05/2023 07:45:18 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ –მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი ინტერესია, მაქსიმუმი გააკეთოს, რომ ქვეყანა ევროკავშირსა და ნატო–ს მიუახლოვოს. ამის შესახებ მან კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.

მოდერატორის კითხვაზე, "ორი მთავარი ამბიცია აქვს ქვეყანას ევროკავშირში და ნატო–ში გაწევრიანება, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი, ეს ორივე კვლავ თქვენი აბსოლუტური პრიორიტეტია?", პრემიერმა შემდეგი განაცხადა:

"ჩემი ინტერესია, მაქსიმუმი გავაკეთო, რომ ჩემი ქვეყანა მივუახლოვო ევროკავშირსა და ნატო–ს . ვინმეს საქართველოში თუ უნახავს რაიმე ხელშესახები შედეგი, ეს ჩემი მთავრობისა და იმ პოლიტიკური ძალის დამსახურებაა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ, მათ შორის – ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა. 10 წლის წინ ქვეყანა აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებით მიდიოდა. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციაში ჩაგვეწერა ევროკავშირში და ნატო–ში გაწევრიანება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტაციაა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S