ღარიბაშვილი: "მიხეილ სააკაშვილი ციხეში კი არაა, კერძო კლინიკაშია"
24/05/2023 08:48:32 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში კი არაა, კერძო კლინიკაშია". ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
"ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი შეცდომა ჩაიდინა, მძიმე დანაშაულები. ამიტომაც არის... ციხეში კი არაა, კერძო კლინიკაშია უკვე ერთი წელია. ძალიან ბევრი სპეკულაცია და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. მისი ოჯახი მილიონობით დოლარს ხარჯავს ბოლო ორი წლის განმავლობაში და საქართველოს მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ, ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ, საქმე წაიღეს სტრასბურგში, სასამართლომ უარი უთხრა ყველა თხოვნაზე და დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის", –აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მოდერატორის კითხვაზე, "ხედავთ რისკს იმისა, რომ სააკაშვილი დაიღუპოს კლინიკაში?", პრემიერმა შემდეგი განაცხადა:
"ყველა ადამიანს, პატიმარს ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებ, ვიცავთ ყველა ადამიანის უფლებებს".


