Accentnews.ge
„ქართული ოცნების“ ახალციხის ორგანიზაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ ახალციხის ორგანიზაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს

24/05/2023 13:15:33 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ახალციხის ორგანიზაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მისი ცნობით, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები დღეს, ახალციხეში გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კონფერენციას ესწრებოდნენ მმართველი პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ლომიძე. „ქართული ოცნების“ ცნობით, დღესვე, კონფერენციები გაიმართება ადიგენსა და ბორჯომში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S