Accentnews.ge
კოლომინა: ქართულ მხარესთან განვიხილე ძალისხმევის გაორმაგების საჭიროება რეფორმების, დემოკრატიული სტანდარტებისა და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების კუთხით

კოლომინა: ქართულ მხარესთან განვიხილე ძალისხმევის გაორმაგების საჭიროება რეფორმების, დემოკრატიული სტანდარტებისა და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების კუთხით

25/05/2023 07:01:23 პოლიტიკა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას განცხადებით, თბილისში გამართული შეხვედრების დროს ქართულ მხარესთან, მათ შორის რეფორმების კუთხით ძალისხმევის გაორმაგების საჭიროება განიხილა.

„ძალიან კარგი მოლაპარაკებები მქონდა საქართველოში სალომე ზურაბიშვილთან, შალვა პაპუაშვილთან, ილია დარჩიაშვილთან, თავდაცვის სამინისტროსა და ოპოზიციასთან. განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, ვილნიუსის სამიტი, ძალისხმევის გაორმაგების საჭიროება რეფორმების, დემოკრატიული სტანდარტებისა და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების კუთხით. ნატო საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია“, – წერს კოლომინა სოციალურ ქსელში.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს რეგიონული ვიზიტის ფარგლებში სტუმრობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S