Accentnews.ge
მდინარაძე: "საქართველოს დაზიანება ევროპელობის სახელით და ღალატი პატრიოტიზმის სახელით, ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ტრენდების დამკვიდრება არ გამოვა"

მდინარაძე: "საქართველოს დაზიანება ევროპელობის სახელით და ღალატი პატრიოტიზმის სახელით, ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ტრენდების დამკვიდრება არ გამოვა"

25/05/2023 08:45:57 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "გუშინ თავისუფლების თემატიკაზე აგებული ქართული დეკორაციის ანტიევროპულად გასაღება სცადეს. დღეს კი ხალხმა, რომლებსაც საქართველო, მისი დამოუკიდებლობა და შესაბამისი სიმბოლიკა აღიზიანებთ, რეგიონებშიც ჩაშალეს დავალება, დამოუკიდებლობის დღე ევროკავშირის დროშაზე მძაფრი სპეკულაციებით გადაფარონ".

"ანუ ევროკავშირის სიმბოლიკა ჩართონ საქართველოს წინააღმდეგ მორიგ მავნებლურ და მდაბიო კამპანიაში. ფაშიზმი დემოკრატიის სახელით, საქართველოს დაზიანება ევროპელობის სახელით, ღალატი პატრიოტიზმის სახელით - არ გამოვა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მიდგომების, ტრენდების თუ ცრუ ნარატივების დამკვიდრება! საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ქართული კულტურისა და ტრადიციების, ეროვნული იდენტობის შენარჩუნების და დამოუკიდებლობის კიდევ უფრო განმტკიცებით და არა მის გარეშე!", – განაცხადა მდინარაძემ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S