Accentnews.ge
"ფეისბუქზე" უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველოს დროშა, ესენი არიან უსამშობლო ადამიანები"

"ფეისბუქზე" უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველოს დროშა, ესენი არიან უსამშობლო ადამიანები"

25/05/2023 10:28:17 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „უსამშობლოებს“ უწოდებს ი პირებს, რომელთაც "ფეისბუქში" ე.წ. ჩარჩოდ მხოლოდ ევროკავშირისა და უკრაინის დროშები აქვთ დაყენებული.

„არიან ადამიანები, საკმაოდ მრავლად ჩვენ ქვეყანაში, ძირითად ესენი არიან ნაციონალები, ფსევდოლიბერალები და მათზე აყოლილი, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებსაც მაგალითად უყენიათ ფეისბუქზე ე.წ. ჩარჩო, სადაც არის გამოსახული მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა. ეს არის მათი დამოკიდებულება, ესენი არიან უსამშობლო ადამიანები, რატომ არ არის მათ ჩარჩოებზე გამოსახული საქართველოს დროშები, ამაზე გასცენ პასუხი ნაციონალებმა და ფსევდოლიბერალებმა და არ დასვან სპეკულაციური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაზეც კითხვა საერთოდ არ არის დასასმელი”, – თქვა კობახიძემ.

მან მორიგი „ანტისახელმწიფოებრივი სპეკულაცია“ უწოდა მოქალაქეების კრიტიკას საზეიმო გაფორმებიდან ევროკავშირის დროშების ამოღების გამო.

„26 მაისი არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს, რომლის ერთადერთი ასე ვთქვათ სუბიექტი, არის ქართული სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა, შესაბამისად, 26 მაისი არის სწორედ ის დღე რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს აგებული ეროვნულ სიმბოლიკაზე. ერთადერთი გამონაკლისი იყო შარშანდელი წელი, რაც უკავშირდებოდა იმას, რომ ჩვენ ერთი თვით ადრე შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: ევროკავშირის დროშა 26 მაისისთვის პარლამენტის შენობის გაფორმებაში აღარ ფიგურირებს. როგორც მთავრობაში განმარტავენ, გაფორმება ყოველწლიურად იცვლება თემისა და სლოგანის მიხედვით, სწორედ ამ მიზეზით არ გაფორმებულა პარლამენტი წელს ევროკავშირის დროშით.

26 მაისს თბილისში ევროკავშირის დროშებით საპროტესტო მსვლელობები დაიგეგმა.

პირველი მსვლელობა 26 მაისს დილით, 10:30 საათზე „ტალღისა“ და „ჯიუტის“ ორგანიზებით გაიმართება. მოქალაქეები ევროკავშირის დროშებით რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტამდე მივლენ.

„საქართველო ირჩევს ევროპას“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

26 მაისს მსვლელობი მოწყობას აპირებს პარტია „ლელოც“. პარტია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ 26 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბონ და მსვლელობა მოაწყონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S