Accentnews.ge
კობახიძე: "მნიშვნელოვანია, ნატო–ს წარმომადგენლებთან პერმანენტული კომუნიკაცია გვქონდეს"

კობახიძე: "მნიშვნელოვანია, ნატო–ს წარმომადგენლებთან პერმანენტული კომუნიკაცია გვქონდეს"

25/05/2023 10:45:55 პოლიტიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. საქართველოში მყოფი ხავიერ კოლომინა შეხვედრებს მართავდა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან.

"[კოლომინას] ვიზიტი მნიშვნელოვანია. მაღალ დონეზე გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს პერმანენტული კომუნიკაცია ნატოს წარმომადგენლებთან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამ მაღალი დონის ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის", - განაცხადა კობახიძემ.

ხავიერ კოლომინას განცხადებით, თბილისში ვიზიტისას და შეხვედრების დროს შეშფოთება გამოთქვა რეფორმების განხორციელების ტემპის, დონისა და ზოგიერთი მათგანის შინაარსის გამო. ხავიერ კოლომინა საქართველოს რეგიონული ვიზიტის ფარგლებში სტუმრობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S