„პალიტრანიუსზე“ პოლიტიკური გადაცემა დახურეს: „სიურპრიზად გავიგე ახლახან“
25/05/2023 15:31:22 პოლიტიკა
ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ პოლიტიკური ტოქ-შოუ „ნიუსრუმი“ დაიხურა – ინფორმაციას გადაცემის წამყვანი კოკა კვირკველია ავრცელებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ „სიურპრიზად, ახლახან“ გაიგო.
„ასე და ამგვარად ეს დღეც დადგა, ოღონდ სიურპრიზად გავიგე ახლახან პოლიტიკური გადაცემა ნიუსრუმი რომელსაც აგერ 5 წელია ვაკეთებ და ვფიქრობ არც თუ ისე უხარისხოდ, ეთერში არ გავა“, – წერს კვირველია, მადლობას უხდის კოლეგებს, სტუმრებს და დასძენს, – „ამ ეტაპზე სათქმელი მეტი არაფერი მაქვს“.


