პრეზიდენტი: "შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი“, ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!"
26/05/2023 08:30:03 პოლიტიკა
საქართევლოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობას აკრიტიკებს რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რეაგირების გამო. ამის შესახებ მან საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს„ფრენების საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!
და ახლა ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიასოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით იმშეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა!
გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, მეორე ფრონტის გახსნისმცდელობას, „ქართველობის წართმევას“, გარყვნილობას და მაინც, საკუთარ შვილებსევროპასა და ამერიკაში უშვებ. საქართველოში კი ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ", – განაცხადა პრეზიდენტმა.


