Accentnews.ge
ჩხიკვაძე: "გაიცემა თუ არა სტატუსის მონიჭების რეკომენდაცია - ოქტომბერში გავიგებთ"

ჩხიკვაძე: "გაიცემა თუ არა სტატუსის მონიჭების რეკომენდაცია - ოქტომბერში გავიგებთ"

26/05/2023 08:44:26 პოლიტიკა

"ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელ ვანო ჩხიკვაძის ცნობით, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების რეკომენდაციას, 17 ან 25 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ამის შესახებ იგი ტვიტერში თავის გვერდზე წერს.

"წყაროს ინფორმაციით, ევროკომისია გაფართოების პაკეტს 17 ან 25 ოქტომბერს წარადგენს. ამ დღეს გავიგებთ, გასცემს თუ არა რეკომენდაციას, მიანიჭოს ევროკავშირის საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი", - წერს ვანო ჩხიკვაძე.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულება დაავალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S