Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი: "ანწუხელიძისა და ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიშს ვუხდი ამ შეურაცხყოფისთვის"

სალომე ზურაბიშვილი: "ანწუხელიძისა და ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიშს ვუხდი ამ შეურაცხყოფისთვის"

26/05/2023 08:59:27 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული გამოსვლის დროს გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს "შეურაცხყოფისთვის" ბოდიში მოუხადა და მმართველი ძალის წარმომადგენლების პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

ამ კონტექსტში მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის ოჯახის წევრთა ამასწინანდელი ვიზიტის ფაქტიც ახსენა.

„ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივზე და ღირსებაზე არ ფიქრობს.გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენს პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია, განსაკუთრებულად უნდა იცავდეს სტაბილურობას.სწორედ ამიტომ ხელისუფლებას ევალება, რომ არ დაუშვას ისეთი სიტუაციისწარმოქმნა, რომელსაც უთუოდ მოჰყვება ვნებათაღელვა და ესკალაცია. ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა.ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა. უნდა იცოდე ვინ შემოდისდა ვინ გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები, ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ.მაშინ, როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობაზე და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე?! გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს!“ - განაცხადა პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტმა "ქართული ოცნება" ანტიდასავლური სადეზინფორმაციო პროპაგანდისთვისაც მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა:

"ახლა, ამ ტრიბუნიდან მინდა, მივმართო გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს: მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს ვიხდი იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენ, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა. გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას აბრალებ "მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას", "ქართველობის წართმევის მცდელობას", "გარყვნილობას" - და მაინც, საკუთარ შვილებს ევროპასა და აშშ-ში უშვებ, საქართველოში კი ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ! დღეს ის დღეა, როცა ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, ვეძებოთ გამოსავალი და იმედი. სიძულვილის ენამ, დაპირისპირებამ ურთიერთობა და გაგება შეცვალა. ეს სახელმწიფოს ასუსტებს".

იგი მმართველი პარტიის თავმჯდომარის - ირაკლი კობახიძის მიერ ამასწინათ ვაჟა-ფშაველას ცნობილი სიტყვების პროპაგანდისტულ მიზნებში გამოყენებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ვაჟას სხვა სიტყვებიც უნდა გვახსოვდეს, - "ციხე რომ შიგნიდან ტყდებაო":

"სწორედ მაშინ იმარჯვებს მტერი და სწორედ ესაა ქართველობის დაკარგვის საფრთხე - ჩვენივე ხელით და ჩვენივე ნებით!" - დასძინა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S