ჩარლზ III: "თბილ მილოცვას ვუგზავნი ქართველ ხალხს"
26/05/2023 09:28:40 პოლიტიკა
ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"მსურს, ჩემი თბილი მილოცვა გავუგზავნო მის აღმატებულებას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს თქვენი ქვეყნისთვის ამ განსაკუთრებულ დღეს, როცა დამოუკიდებლობის წლისთავს აღნიშნავთ. მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის გულითადი მეგობრობის და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ამ გამოწვევებით სავსე დროში" - წერს ჩარლზ III.


