კრამონი: "EU გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას დამოუკიდებლობის სრულად მიღწევამდე"
26/05/2023 09:49:28 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ტვიტერში ვიდეომიმართვას აქვეყნებს.
"გილოცავ, საქართველო! დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წელი გავიდა. როგორც საქართველოს დიდ მეგობრებსა და დიდ გულშემატკივრებს, შეგვიძლია მხოლოდ, ტაში დაგიკრათ და მოგილოცოთ. ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას დამოუკიდებლობის სრულად მიღწევამდე. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა მიმართულებით უბიძგებს. მაგრამ შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენ ევროპის პარლამენტში გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე!" - წერს ევროპარლამენტარი.


