ვარჰეი: თავისუფლება ყველა ბრძოლაზე იმარჯვებს
26/05/2023 10:34:24 პოლიტიკა
ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ყველა ქართველს და მთელ ერს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის. თავისუფლებისკენ სწრაფვამ გაგაძლიერათ და გაგამტკიცათ. თავისუფლება ყველა ბრძოლაზე იმარჯვებს“, - აღნიშნულია ევროკომისრის განცხადებაში.
ცნობისთვის: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა.
70 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.


