Accentnews.ge
ღარიბაშვილი: თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენებს, ეს იყო სააკაშვილი, პუტინი ალბათ, სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა

ღარიბაშვილი: თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენებს, ეს იყო სააკაშვილი, პუტინი ალბათ, სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა

27/05/2023 11:11:40 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის მოქმედ ხელისუფლებას რუსეთის მთავრობასთან პოლიტიკური დიალოგი არ აქვს.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის თაიბაზე მოლაპარაკებებში ჩართული არ ყოფილა.

"მე მინდა, შემდეგი გითხრათ მარტივად და ძალიან მოკლედ, რომ არ დაიწყოს სპეკულაციები და ათასი ინფორმაციის და სიყალბის გავრცელება. ჩვენ ოფიციალურ ხელისუფლებას გვაქვს გაცხადებული არაერთხელ, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან არ გვაქვს პოლიტიკური დიალოგი. ერთადერთი ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ეკონომიკურ, სავაჭრო საკითხებზე, ეს არის გაცხადებული, ღია, ამის თაობაზე ჩვენ არავითარი დასამალი არ გვაქვს. თუ ვინმეს ჰქონდა ქართულ ხელისუფლებას მცდელობა, კონტაქტები და ვიზიტები, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება. თქვენ შეურაცხყოფაზე გადადიხართ და ამიტომ, მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში. ჩვენ გვყავს ოფიციალური წარმომადგენელი და ჩვენ არ გვქონია ოფიციალურ მთავრობას და ჩვენს ხელისუფლებას ამის თაობაზე არანაირი მოლაპარაკებები. ჩვენი ძალიან ბევრი დიასპორის წარმომადგენელი იცით, რომ ითხოვდა ამას, ქართული ბიზნესი ითხოვდა ამას, მე ვიცი, სხვა ჯგუფებიც ითხოვდნენ ამას და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. ასევე, მთავარი მინდა, გითხრათ, მთავარზე მინდა, გააკეთოთ აქცენტი: თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების აღდგენას, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მისი მთავრობა. ალბათ, მე ვფიქრობ, ჩემი განცდა ასეთია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ალბათ, სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის: 26 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ "გაკვირვებულია საქართველოს რეაქციით სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე":

  • "მომეჩვენა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააყენა საკითხი ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ. ჩვენ ეს ნაბიჯი წინ გადავდგით. მაგრამ ის, რაც ქვეყნის შიგნით ხდება, ჩვენი საქმე არ არის, ხალხმა თავად გადაწყვიტოს, რომელი გზა უნდა გაიაროს საქართველომ, როგორ განვითარდეს და ა.შ. მაგრამ ჩვენ მზად ვართ გავიაროთ ჩვენი ნაწილი, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს წინ და გავაგრძელებთ იმისდა მიხედვით, თუ როგორ რეაგირებენ ჩვენი პარტნიორები ამაზე".

საქართველოს პრემიერ-მინისტრს რუსეთის პრეზიდენტის სწორედ ეს განცხადება გაახსენა ჟურნალისტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S