Accentnews.ge
ალიევმა ყარაბაღს ჩაბარება მოსთხოვა და ომით დაემუქრა

ალიევმა ყარაბაღს ჩაბარება მოსთხოვა და ომით დაემუქრა

29/05/2023 06:16:52 კავკასია

ოფიციალურმა ბაქომ მთიანი ყარაბაღის ლიდერ არაიკ არუთუნიანს ჩაბარება მოსთხოვა მას შემდეგ, რაც ერევანმა რესპუბლიკის ტერიტორიის ბაქოსთვის მიკუთვნება სიტყვიერად აღიარა. წინააღმდეგ შემთხვევაში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყარაბაღს ფაქტობრივად ომით დაემუქრა და შეახსენა, რომ "ბაქოს უფლებაც აქვს და შესაძლებლობაც, ყარაბაღში ნებისმიერი ოპერაცია ჩაატაროს".

"ყარაბაღის პარლამენტი უნდა დაიშალოს, ელემენტი, რომელიც თავს პრეზიდენტად მოიხსენიებს, უნდა ჩაგვბარდეს, ყველა ე.წ მინისტრმა, დეპუტატმა და სხვა ჩინოსანმა თანამდებობები უნდა დატოვოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევუნდობთ მათ და ვისაუბრებთ გარკვეულ ამნისტიაზე" - განაცხადა ალიევმა.

ცნობისთვის: სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას 86600 კვ. კმ ფართობზე აღიარებს, აზერბაიჯანი კი, თავის მხრივ - სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას 29800 კვ. კმ ფართობზე, - განაცხადა 17 მაისს რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სამიტზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

"მრავალი წლის განმავლობაში ყარაბაღის კონფლიქტის არსებობას იყენებდნენ გამართლებად სომხეთში დემოკრატიის არარსებობისთვის. 2018 წელს ჩვენმა ხავერდოვანმა რევოლუციამ დემოკრატიული განვითარებისთვის პრობები შექმნა, თუმცა 2020 წლის სექტემბერში აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს დაესხა თავს და სომხეთს ომში ჩაბმა მოუწია. 2020 წლის 9 ნოემბერს ხელი მოვაწერე სამმხრივ განცხადებას, რაც სომხეთში სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმების მიზეზად იქცა, მაგრამ ჩვენ დემოკრატიული წესრიგის შენარჩუნება მოვახერხეთ. 2021 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე, 12 მაისს აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შემოიჭრა. იმ არჩევნებზე სამშვიდობო დღის წესრიგი წარვადგინეთ და წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა ეს სამშვიდობო დღის წესრიგიც თავდასხმების ობიექტად იქცა, 2021 წლის ნოემბერში და 2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანი კვლავ შემოიჭრა სომხეთის ტერიტორიზე. 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად, მხარეები თავის ურთიერთობებს ალმა-ათის 1991 წლის დეკლარაციის საფუძველზე არეგულირებენ - დოკუმენტისა, რომლის მიხედვით, საბჭოთა სომხეთისა და საბჭოთა აზერბაიჯანის ადმინისტრაციული საზღვრები სახელმწიფო საზღვრებად იქცევა. სამი დღის წინ ბრიუსელში კიდევ უფრო შორს მოვახერხეთ წასვლა და აღინიშნა, რომ სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას 86600 კვ. კმ ფართობზე აღიარებს, აზერბაიჯანი კი, თავის მხრივ - სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას 29800 კვ. კმ ფართობზე" - განაცხადა ფაშინიანმა.

მოგვიანებით განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც.

მისი თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სერიოზული წინაპირობები არსებობს.

„არსებობს სერიოზული წინაპირობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარებისა და სუვერენიტეტის საფუძველზე. დღეს რუსული მხარის ინიციატივით შედგება სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურებს შორის“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S