Accentnews.ge
ენმ პრემიერს მიმართავს, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას წარმოადგინოს კონკრეტული ინფორმაცია რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის შესახებ

ენმ პრემიერს მიმართავს, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას წარმოადგინოს კონკრეტული ინფორმაცია რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის შესახებ

29/05/2023 08:46:44 პოლიტიკა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას წარმოადგინოს კონკრეტული ინფორმაცია რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის შესახებ.

ფრაქციის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღის წესრიგში არაერთი მწვავე კითხვა დგას, რომელსაც პრემიერმა უნდა უპასუხოს.

"პრეზიდენტმა პუტინმა "რუსული ოცნება" ტყუილში ამხილა, როცა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას საქართველოს ხელისუფლება ითხოვდა. თავად საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას არწმუნებდა, რომ მტერთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობდა. პუტინმა დაადასტურა, რომ დიახ, მტერთან ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და მისი გადაწყვეტილება საპასუხო გადაწყვეტილება იყო, რომელიც პირადად მან მიიღო. ამ ვითარებაში კითხვები საკმაოდ მწვავეა, თუ კონკრეტულად ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან? იყო ერთი პიროვნება თუ პირთა წრე? საზოგადოებამ იმ ადამიანების სახელი და გვარი უნდა იცოდეს, ვინც ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოღალატეობრივად მოლაპარაკებებს აწარმოებდა! რა მიიღო სანაცვლოდ რუსეთმა და რა დათმო საქართველოს ხელისუფლებამ? განიხილებოდა თუ არა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა ან საზღვაო მიმოსვლის აღდგენა, რაც ვიცით, რომ ასევე ხორციელდება საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან ერთად", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S