ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაემგზავრა
29/05/2023 09:23:49 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC) გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური ავრცელებს.
ფორუმის ფარგლებში მთავრობის მეთაური ერთ-ერთ თემატურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.


