Accentnews.ge
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: „ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო, მასზე ზემოქმედება შეუძლებელია

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: „ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო, მასზე ზემოქმედება შეუძლებელია

29/05/2023 10:27:56 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ხასიათი ვერ გაიცნო და ვერ გაიგო, რომ მასზე ზემოქმედება ვერ მოხერხდება.

როგორც მსხილაძემ აღნიშნა, "ქართული ოცნება" საკუთარი განცხადებით 26 მაისის ფაქტის გადაფარვას ცდილობს.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება, რომ დაიცვან პრეზიდენტის ინსტიტუცია და ინსტიტუტი, სიტყვით ერთია და ქმედებით აბსოლუტურად მეორეს ვუყურებთ. ამის ნათელი მაგალითი იყო 26 მაისი, რომელიც ყველასთვის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ის შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენეს პრეზიდენტს, იყო ყოვლად დაუშვებელი. პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში რას გულისხმობს "ქართული ოცნება", ვერ ვხდები, რაოცა საქმით მეორეს აკეთებენ. "ქართული ოცნება" პრეზიდენტის კრიტიკას აღიქვამს ძალიან მტკივნეულად. თუ პრეზიდენტის კრიტიკა უსამართლოა, მაშინ მათ გარკვეული არგუმენტები უნდა ჰქონდეთ. პრეზიდენტის კრიტიკა თუ სამართლიანია, ჩვეულებრივად უნდა მიიღონ და ისე არ უნდა მოიქცნენ, არ უნდა უპასუხონ ისე, როგორც 26 მაისს, როცა, ჩემთვის პირადად, ნათელი მაგალითი იყო, როგორ შეიძლება, ადამიანმა ორ წუთში დაკარგოს ის პატივისცემა და დაგროვილი ავტორიტეტი, რაც წლების განმავლობაში გააჩნდა. რა თქმა უნდა, ირაკლი ქადაგიშვილს ვგულისხმობ. ბოლო წინადადება იყო, რომ გარკვეული შუამავლობა შეუძლიათ გაუწიონ პრეზიდენტს საზოგადოების ნაწილთან. პრეზიდენტი საზოგადოებას ნაწილებად არ ჰყოფს საერთოდ, ის ყველას პრეზიდენტია და დიდი მადლობა, ჩვენ თვითონ, როგორმე, საზოგადოებასთან ურთიერთობას გავაგრძელებთ. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა და ახლა მათზე გაბრაზებული არიან. რა გავაკეთოთ? "ქართული ოცნება" ამ განცხადებით მე ვფიქრობ ცდილობს, 26 მაისის მათი ქცევა რამენაირად გადაფაროს. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტი ვერ გაიცნო და ვერ გაიგო მისი ხასიათი. მასზე ასეთი პრევენცია და ასეთი ზემოქმედება არ მოქმედებს", – განაცხადა მსხილაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S