Accentnews.ge
პარლამენტის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავას ბიუროს სხდომა დაატოვებინა

პარლამენტის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავას ბიუროს სხდომა დაატოვებინა

29/05/2023 11:57:57 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას ბიუროს სხდომა დაატოვებინა.

კამათი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მოჰყვა, რომელთა დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნაც, ბიუროს უმრავლესობამ არ გაითვალისწინა.

"ბიუროს არც ერთი წევრი და არც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მხარს არ უჭერს კანონპროექტს, რომლის მიზანია, საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეების უკონტროლოდ შემოსვლისა და იმის დარეგულირება მოხდეს, რომ მათ არ შეეძლოთ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ამას ახლა აკეთებენ", - განაცხადა ბოკუჩავამ ბიუროს გადაწყვეტილების შემდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S