ჰერჩინსკი – რუსეთთან ფრენების აღდგენაზე: "ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ერთობლივ მოწოდებას ეწინააღმდეგება"
29/05/2023 14:20:34 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მათ საქართველოს ვიცე–პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის ბლოკის 27 ქვეყნის მიერ ერთხმად შეთანხმებული დემარში გადასცეს.
როგორც ჰერჩინსკი ამბობს, რომ "ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ერთობლივ მოწოდებას ეწინააღმდეგება".
"გადავეცით, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ერთობლივ მოწოდებას, არ დათანხმდნენ პირდაპირ ფრენებს რუსეთიდან და არ მისცენ უფლება რუსულ თვითმფრინავებს მათი ტერიტორიის გავლით, იფრინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე.
ასევე გამოვხატეთ შეშფოთება, რომ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, იზოლაციაში მოვაქციოთ რუსეთი და გავზარდოთ წნეხი მასზე, რათა შევცვალოთ რუსეთის ქმედებები, როცა საუბარია იმ ბრუტალურ, აგრესიულ ომზე, რომელსაც რუსეთი აგრძელებს უკრაინაში", – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ ლევან ავიტაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ცნობისთვის: რუსეთმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.
საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ ქართველებს. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.
ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.
ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.


