Accentnews.ge
დავითაშვილი: პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის არავითარ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა

დავითაშვილი: პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის არავითარ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა

29/05/2023 15:18:51 პოლიტიკა

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ევროპელ პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა ამ ყველაფერთან დაკავშირებით მხარეებს ღია საუბრები აქვთ.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ორივე მხარე აფასებს იმას, რომ პარტნიორებს ერთმანეთთან გულწრფელი საუბარი შეუძლიათ.

მისივე თქმით, პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე საუბარი არ ყოფილა.

„ევროპელ პარტნიორებთან პოზიტიური შეხვედრები ხშირად გვაქვს. ამ შემთხვევაში, ორივე მხარე ვისურვებდით, რომ თანამშრომლობის ასპექტებზე მეტად გვესაუბრა. ყველაფერზე, რა თქმა უნდა, ვერ ვჯერდებით და აზრთა სხვადასხვაობები არსებობს. განვიხილეთ და ვიმსჯელეთ თითოეულ საკითხზე, რომელიც მათ დასვეს. ეს ყველაფერი დისკუსიის პროცესია, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ძალიან ღია და გახსნილი საუბრები გვაქვს. ეს მუშა პროცესია, ასე რომ, ორივე მხარე აფასებს იმას, რომ პარტნიორებს ერთმანეთთან გულწრფელი საუბარი შეგვიძლია.

პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის დაწესებულ არავითარ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდა.

ჰერჩინსკის თქმით, დავითაშვილს განუცხადეს, რომ ევროკავშირში წუხან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, დასთანხმდებოდა რუსეთთან პირდაპირ ფრენებს.

„ეს გადაწყვეტილება ეწინააღმეგება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ერთსულოვან გადაწყვეტილებას, არ ჰქონდეს პირდაპირი ფრენა რუსეთთან და არ დაუშვას რუსული თვითფრინავების ფრენა ევროკაშირის ცის გავლით. ასევე, გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება, რომ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყევტილებას რუსეთის იზოლაციისა და მასზე ზეწოლის შესახებ, რათა შევცვალოთ რუსეთის ქცევა“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფრენები თავის დროზე რუსეთმა ერთპიროვნულად გააუქმა და ერპიროვნულად აღადგინა და ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებას როლი არ აქვს.

„მართალია, რომ ეს იყო რუსეთის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ასევე მოითხოვდა თანხმობას საქართველოს მთავრობისგან“, — თქვა ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, ლევან დავითაშვილის არგუმენტი იგივე იყო, რაც მანამდე მოგვისმენია საქართველოს მთავრობისგან — რომ სანქცირებული ავიაკომპანიები საქართველოში არ იფრენენ.

„სამწუხაროდ, აქ გამოტოვებულია პოლიტიკური მომენტი, რომ ევროკავშირმა აკრძალა ყველა ავიაკომპანიის ნებისმიერი ფრენა ევროკავშირსა და მისი გავლით“, — დასძინა ჰერჩინსკიმ.

ცნობისთვის: რუსეთმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ ქართველებს. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S