Accentnews.ge
ხაბეიშვილი: ენმ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, არ ვაპირებთ ზაფხულში დასვენებას

ხაბეიშვილი: ენმ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, არ ვაპირებთ ზაფხულში დასვენებას

29/05/2023 16:02:16 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „პარტია განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე გადადის“. როგორც მან ყვარელში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, "ენმ არ აპირებს ზაფხულში დასვენებას და არ აპირებს მოსვენება მისცეს რუსულ რეჟიმს".

„პოლიტიკურმა საბჭომ დღეს გადაწყვიტა, რომ ენმ გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე და ჩვენ ვაპირებთ ყველა ქალაქში, რაიონში, ცხადია ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრას, მათ შორის იქნება რეგიონული კონფერენციები, სადაც ასევე იქნება საკითხი დაყენებული პრეზიდენტ სააკაშვილის განთავისუფლების. მნიშვნელოვანია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ეს ღონისძიებები, მათ შორის – საპროტესტო აქციები. "ნაციონალური მოძრაობა" არ აპირებს ზაფხულში დასვენებას, არ აპირებს მოსვენება მისცეს რუსულ რეჟიმს და აპირებს განსაკუთრებული რეჟიმით იმუშაოს. ასევე ჩვენმა პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ენმ–ის ყველა სტრუქტურულმა ერთეულმა, იმ კონკრეტულმა წარმომადგენლობამ, რომელიც მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, უზრუნველყოს მაქსიმალურად საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის პოზიტიური გადაწყვეტილებები. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქართველმა ხალხმა რუსული რეჟიმის გამო ამ ქვეყანაში და ბიძინა ივანიშვილის გამო კანდიდატის სტატუსი არ დაკარგოს. ეს ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული დღეს პოლიტსაბჭოზე",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S