საპარლამენტო უმრავლესობა ვიცე-სპიკერად ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ დაუჭერს
29/05/2023 16:35:20 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმდჯომარის ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ დაუჭერს.
ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის "პოსტი" ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს.


