სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
29/05/2023 17:07:45 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი 31 მაისს 13 - წლიანი პაუზის შემდეგ ევროპარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან – ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. 31 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


