საპარალამენტო უმრავლესობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის კანონპროექტს მხარს დაუჭერს

29-05-2023 21:15:33 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის კანონპროექტს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარს არ დაუჭერს ვიცე სპიკერის პოზიციაზე ლევან ბეჟაშვილის არჩევას.

„გაგაცნობთ რამდენიმე გადაწყვეტილებას: პირველი, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის კანონპროექტს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით. მეორე, საპარლამენტო უმრავლესობის საერთო პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ვიცე სპიკერის პოზიციაზე ლევან ბეჟაშვილის არჩევას. მესამე, დღეს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობის სხდომაზე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ბატონი ნოდარ ტურძილაძე დაიკავებს ჩემი მოადგილის ვაკანტურ პოზიციას. წარმატებას ვუსურვებ ბატონ ნოდარს. ის არის უაღრესად კარგი ადამიანი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის პროფესიონალი, წარმატებული მენეჯერი და დარწმუნებული ვარ, ამ პოზიციაზე ბევრ წარმატებას მიაღწევს და დაგვეხმარება ძალიან. ასევე, ჩვენ მიმდინარე უმრავლესობის ხდომაზე ვისაუბრეთ პოლიტიკურ საკითხებზე, რეგიონის გამოწვევებზე. ამ მიმართულებით მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი პარტიის, უმრავლესობის სახელით მივულოცოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება. მიგვაჩნია, რომ ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის რეგიონში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები