Accentnews.ge
პრემიერი: "შეიძლება, ვიღაცას დაავიწყდა, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ომის შემდეგ რუსეთმა კი არ დატოვა ჩვენი ტერიტორია, პირიქით დარჩა და ჩვენს მიწაზე ააშენა სამხედრო ბაზა"

პრემიერი: "შეიძლება, ვიღაცას დაავიწყდა, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ომის შემდეგ რუსეთმა კი არ დატოვა ჩვენი ტერიტორია, პირიქით დარჩა და ჩვენს მიწაზე ააშენა სამხედრო ბაზა"

30/05/2023 07:18:50 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "დღეს შეიძლება, ვიღაცას დაავიწყდა, რომ საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და 2008 წელს, ომის შემდეგ რუსეთმა კი არ დატოვა ჩვენი ტერიტორია, პირიქით დარჩა და ჩვენს მიწაზე ააშენა სამხედრო ბაზა".

ამის შესახებ მან ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC) განაცხადა.

"მიმაჩნია, რომ ალბათ ყველაზე გამოწვევებით აღსავსე დროა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული დღეები გვქონდა 2008 წელს, მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველი ომი საქართველოში იწარმოებოდა. დღეს შეიძლება, ვიღაცას დაავიწყდა, რომ საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და 2008 წელს ომის შემდეგ რუსეთმა კი არ დატოვა ჩვენი ტერიტორია, პირიქით დარჩა, ააშენეს ჩვენს მიწაზე ორი სამხედრო ბაზა და ეს არის შედეგი იმ დამანგრეველი ომისა" - განაცხადა პრემიერმა.

მოდერატორმა საქართველოს პრემიერს კითხა: ფიქრობდა თუ არა ის, რომ ეს არაპროვოცირებული აგრესია იყო?

"ამ საკითხზე დეტალებზე საუბარი არ მინდა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი მოსაზრება, ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო იმ დროს მაშინ ყველაფერს გავაკეთებდით რომ თავიდან აგვეცილებინა ის ომი. საქართველო პატარა ქვეყანაა, მხოლოდ 4 მილიონი მოსახლეობა ყავს კარგად არის აღჭურვილი, ჯარიც კარგი ჰყავს, მაგრამ მაინც პატარაა, ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მთავრობის ინტერესში უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ქვეყანა არ არის არც ევროკავშირის, არც NATO-ს წევრი, როცა არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები.... ის ომი, არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ დამანგრეველი იყო ჩვენთის, შედეგი ის არის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ იმ დროს რუსეთის აგრესიას არ მიექცა შესაბამისი ყურადღება. არავინ არ დაუწესა რუსეთს სანქციები"- განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S