Accentnews.ge
ნაცვლიშვილი: ღარიბაშვილმა არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზე გამოხატა უარი, არამედ, NATO-ში ინტეგრაციის საკითხსაც გადაუსვა ხაზი

ნაცვლიშვილი: ღარიბაშვილმა არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზე გამოხატა უარი, არამედ, NATO-ში ინტეგრაციის საკითხსაც გადაუსვა ხაზი

30/05/2023 09:00:02 პოლიტიკა

მძიმე იყო საქართველოს პრემიერის სტატუსით მოძრავი ადამიანის განცხადების მოსმენა მორიგი გლობალური სამიტიდან, სადაც არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზე გამოხატა უარი, არამედ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის საკითხსაც გადაუსვა ხაზი - მძიმეა, ასეთ ნათელ, მკაფიო, მოღალატეობრივ გზავნილებს ისმენდე საერთაშორისო ტრიბუნიდან, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც გლობალური უსაფრთხოების სამიტზე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ გამოსვლას გამოეხმაურა.

ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოს სურს, ევროკავშირის წევრი გახდეს.

„იმედი მაქვს, საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც შესაძლებლობა ექნება ხვალ, ბრიუსელში ისაუბროს, გააჟღერებს, რა სურს ქართველ ხალს - არა ხელისუფლებას, რომელიც დროებითი და წარმავალია, არამედ ქართველ ხალხს. საუბარი იყო რეფერენდუმსა და პლებისციტზე. ვინც არ იცის - ჩატარებულია რეფერენდუმიც და პლებისციტიც და საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას თავისი მკაფო არჩევანი გაკეთებული აქვს. საქართველოს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროპული ინტეგრაცია კონსტიტუციით გარანტირებული ჩანაწერია, კობახიძემ რაღაც მათემატიკური ანგარიშგება წარმოადგინა იმის შესახებ, რომ თურმე უფრო მომგებიანი ყოფილა რუსეთთან ყოფნა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება. არაფერი რომ არ იცის, გავიგეთ - მათემატიკაშიც ძალიან სუსტი ყოფილა, ფაქტობრივი სისულელეები ილაპარაკა იმის შესახებ, თურმე, რა მომგებიანი შეიძლება იყოს ეს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზი“ ამ უკანასკნელის NATO-ში გაწევრიანების განზრახვა იყო.

აღნიშნული კითხვა პრემიერ ღარიბაშვილს ბრატისლავაში მიმდინარე დისკუსიის მოდერატორმა დაუსვა და ჰკითხა, მისი აზრით, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც ღარიბაშვილი პასუხობს — „ყველამ იცის მგონი მიზეზი“:

„ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება — ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოდერატორის დამატებით კითხვაზე ფიქრობდა თუ არა ის, რომ NATO-ს გაფართოება იყო ომის პროვოცირება, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არ სურს ამაზე სპეკულირება და არც რუსეთის მთავრობის ციტირება უნდა, მაგრამ მისი თქმით, „ერთ-ერთი მიზეზი“ ომის დაწყების სწორედ ეს იყო:

„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა რომ გამხდარიყო NATO-ს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს,“ — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

უკრანის ომთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციაა, რომ რუსეთის აგრესია არ იყო პროვოცირებული. „არაპროვოცირებული აგრესიული ომი,“ — ასე მოიხსენიებენ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს უკრაინის ტერიტორიაზე ოფიციალურ განცხადებებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S