საქართველოს პრეზიდენტი: ურყევია ქართველი ხალხის ნება დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს
30/05/2023 19:18:01 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართველი ხალხის ნება შეუერთდეს დიდ ევროპულ ოჯახს და ხაზი გაუსვა ქართული საზოგადოებისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმება ევროპული პერსპექტივისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულებას და შთამბეჭდავს უწოდებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მიმართ ქართველი ხალხის ნების ღია გამოხატულებას. პრეზიდენტები, ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, მჭიდრო კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ"- ნათქვამია ინფორმაციაში.


