Accentnews.ge
პრეზიდენტი პოლიციას პროფესიულ დღეს ულოცავს:  "ქვეყნის დემოკრატიულობა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვით ფასდება"

პრეზიდენტი პოლიციას პროფესიულ დღეს ულოცავს: "ქვეყნის დემოკრატიულობა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვით ფასდება"

31/05/2023 06:58:59 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიციას პროფესიულ დღეს ულოცავს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ბრიუსელიდან, ევროპარლამენტიდან ვულოცავ ქართულ პოლიციას პროფესიულ დღეს! უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში. ქვეყნის დემოკრატიულობა და მაშასადამე, ევროპულობა სწორედ ადამიანის უფლებებისა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვით ფასდება. მადლობას ვუცხადებ ჩვენს პოლიციელებს ქვეყნის სამსახურისა და თავდადებისთვის!”- წერს პრეზიდენტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S