Accentnews.ge
ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას აპირებს

ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას აპირებს

31/05/2023 07:07:29 პოლიტიკა

ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის სრულყოფისთვის ევროპარლამენტთან და ევროკავშირის საბჭოსთან კონსულტაციები დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

გადაწყვეტილების მიზეზას მიგრაციის და უსაფრთხოების პრობლემები სახელდება.

სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ევროკავშირის სავიზო რეგლამენტის მერვე მუხლშია გაწერილი და უვიზო რეჟიმის მოქმედების შეჩერებას არალეგალური მიგრაციის მნიშვნელოვანი ზრდის, ან ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის რისკის შემთხვევაში ითვალისწინებს.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი მოაქვს ევროკავშირის წევრებისა და მესამე ქვეყნებისთვის, მაგრამ გასულმა წლებმა აჩვენა, რომ უვიზო რეჟიმმა შესაძლოა, გამოიწვიოს მიგრაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემებიც და ქვეყანა, რომელიც უვიზო რეჟიმით სარგებლობს, ევროკავშირში არალეგალურად მოსახვედრად სატრანზიტო გზად იქცეს.

მაგალითად დასახელებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ, თუმცა, მათ ტერიტორიას არალეგალური მიგრაციისთვის იყენებენ მოქალაქეები იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი მოქმედებს.

ევროკომისიის ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის სრულყოფა შესაძლოა, მოიცავდეს ახალი რისკების გათვალისწინებით შეჩერების ახალ საფუძვლებს, უფრო ეფექტურ და მოქნილ პროცედურებს და მინიტორინგის და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას.

ევროკომისია ევროპარლამენტთან და ევროკავშირის საბჭოსთან განხილვების საფუძველზე მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას 2023 წლის შემოდგომაზე წარმოადგენს.

ევროკავშირს უვიზო რეჟიმი 61 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან აქვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S