Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ ესწრება "ცერემონიულ ღონისძიებებს"

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ ესწრება "ცერემონიულ ღონისძიებებს"

31/05/2023 09:35:26 პოლიტიკა

"რეალურად არცერთ ასეთ ცერემონიულ ღონისძიებას არ ვესწრები, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის ღონისძიებები, რომელზეც წინა პლანზე უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირები უნდა იყვნენ და არა უმაღლესი პარტიული თანამდებობის პირები, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ ესწრებოდა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით დღეს გამართულ საზეიმო ღონისძიებას.

კობახიძის თქმით, იგი ყოველთვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამოხატავს პოლიციელების მიმართ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მას შორის რაიმე სახის დაპირისპირებაა, მისი შეფასებით, „ეს უმარტივესი სპეკულაციაა.“

„ეს არის უმარტივესი სპეკულაცია, რეალურად მე და ირაკლი ღარიბაშვილს ყოველდღიური კომუნიკაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე გვაქვს, როგორ ტელეფონით, ასევე ფიზიკური შეხვედრების სახით. ეს არის ერთგვარად იმ პრობლემების გადაფარვის მცდელობა, რომელიც არის „ნაცმოძრაობაში“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. ეს, რა თქმა უნდა, უსუსური მცდელობაა. თქვენ გახსოვთ უამრავი სპეკულაცია მთელი ამ წლების განმავლობაში, თუმცა ისიც გახსოვთ, რომ ეს სპეკულაციები არასდროს მყარ ნიადაგზე დაფუძნებული არ ყოფილა“, - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S