კობახიძე: ვიმედოვნებ, პრეზიდენტისგან ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებებს მოვისმენ
31/05/2023 09:39:07 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმდეოვნებს, რომ დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებებს მოისმენს.
„დავიტოვებ იმედს, გვაქვს სურვილი, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, მითუმეტეს, პრეზიდენტისგან მოვისმინოთ ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები, მითუმეტეს მაღალი ტრიბუნიდან. დავიტოვოთ ამის იმედი, ვნახოთ როგორი იქნება განცხადებები. თუ გააკრიტიკებს ქვეყანას და დააზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს, ეს იქნება ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, კრიტიკის შემთხვევაში რა ნაბიჯს გადადგამს მმართველი გუნდი, კობახიძემ ასე უპასუხა:
„რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ? მოვისმენთ და მოვიწყენთ“.


